პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს თაღლითობის ახალი სქემის შესახებ, როდესაც უცნობი პირები სების სახელითა და ლოგოთი უკავშირდებიან ხალხს, სესხის აღებას სთავაზობენ და ინტერნეტბანკის მეშვეობით თანხებს სძალავენ.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
BM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითობის ახალი შემთხვევების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით უკავშირდებიან, თავს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ და უკანონოდ იყენებენ სების ოფიციალურ ლოგოს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თაღლითები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობასა და სესხის აღებაში დახმარებას სთავაზობენ.

ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით უწყება განმარტავს, რომ მოქალაქეს თავდაპირველად კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმება იყო საჭირო. მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა სასესხო განაცხადის არსებობა უარყო, მას მეტი დამაჯერებლობისთვის უკვე ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ. სოციალური ინჟინერიის ზეგავლენით, მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია ინტერნეტბანკში, გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი მესამე პირის ანგარიშზე გადარიცხა.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სესხებს არ გასცემს, არ ხსნის ანაბრებს და არც კომერციულ ბანკებში საფინანსო პროდუქტებით სარგებლობის პროცესში ეხმარება მოქალაქეებს, რადგან ეს კანონმდებლობით მის უფლებამოსილებას სცდება.

სებ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს:

გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და არ გასცენ პერსონალური ან ფინანსური მონაცემები (მათ შორის, დისტანციური ბანკინგის მომხმარებლის სახელი და პაროლი);

არ შეიყვანონ აღნიშნული ინფორმაცია უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე;

ნებისმიერი შემოთავაზების შემთხვევაში, გადაამოწმონ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან;

თაღლითობის ეჭვის გაჩენისთანავე მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

უწყების ცნობით, ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებული სქემების შესახებ საგანმანათლებლო და გამაფრთხილებელი მასალები პერიოდულად თავსდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური ფინანსური სქემების შესახებ აფრთხილებს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
  3. რუსთავი 2სამთავრობოეროვნული ბანკი: კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
როგორ იპარავენ თაღლითები საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხებს - საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები