ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეცვალა

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტით გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატების თანხის 50% მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებაში ჩაერთვება, რასაც ბანკები 2026 წლის ნოემბრიდან დაიწყებენ.

ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეცვალა
ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეცვალაBM.GE

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისას ბანკების მიერ უცხოური ვალუტით გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატების თანხის 50% გათვალისწინებული იქნება. ცვლილება სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას 20 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა.

ცვლილების თანახმად, ბანკები მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებას ახალი წესით 2026 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყებენ, შესაბამისი სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კი 3 დეკემბრიდან მოუწევთ.

წესის ცვლილების შემდეგ, გაეზრდებათ თუ არა ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ამ და bm.ge მარეგულირებელს შესაბამისი კითხვებით დაუკავშირდა. მასალა პასუხის მიღების შემდეგ განახლდება.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა განსაზღვრავს იმ სახსრების მოცულობას, რომელიც კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკში რეზერვის სახით უნდა შეინარჩუნონ. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმა კონკრეტული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია დოლარიზაცია, მით უფრო მაღალია სარეზერვო მოთხოვნაც.

მოქმედი წესით, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 70% ან მეტია, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო ნორმა 20%-ს შეადგენს. თუ ეს მაჩვენებელი 40% ან ნაკლებია, ნორმა 10%-ია. 40%-დან 70%-მდე დიაპაზონში კი სარეზერვო მოთხოვნა პროპორციულად იცვლება.

ახალი ბრძანება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის 2011 წლის დებულებაში ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, სარეზერვო ვალდებულებებს ემატება ბანკის მიერ უცხოური ვალუტით დენომინირებული სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობის 50%.

დოკუმენტში არ არის მითითებული, რა გავლენას მოახდენს ახალი წესი ცალკეული ბანკების სარეზერვო ვალდებულებების მოცულობაზე. ეს დამოკიდებული იქნება, მათ შორის, ბანკების მიერ უცხოური ვალუტით გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $26 მილიონით, $8.17 მილიარდამდე გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები