ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით არის წარმოდგენილი
ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა.
სამდღიანი პროგრამა მოიცავს ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანების პრეზენტაციებს, შეხვედრებს ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემელთა ჯგუფებთან.
ბაქოს წიგნის ბაზრობა საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ასევე, ორ ქვეყანას შორის მთარგმნელობით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც ყოველწლიურად ბაქოს ექსპო ცენტრში იმართება, ადგილობრივ და უცხოელ გამომცემლებს, მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებსა და მკითხველებს აერთიანებს.
სტენდის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, ქართველი ავტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…