ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი

კულტურის სამინისტრო

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, რომლის სამდღიანი პროგრამაც ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანების პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მოიცავს.

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი
ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილიიმედინიუსი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, - ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამდღიანი პროგრამა მოიცავს ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანების პრეზენტაციებს, შეხვედრებს ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემელთა ჯგუფებთან.

„ბაქოს წიგნის ბაზრობა საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ასევე, ორ ქვეყანას შორის მთარგმნელობით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც ყოველწლიურად ბაქოს ექსპო ცენტრში იმართება, ადგილობრივ და უცხოელ გამომცემლებს, მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებსა და მკითხველებს აერთიანებს.

სტენდის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, ქართველი ავტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბაქოს წიგნის ბაზრობა საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ასევე, ორ ქვეყანას შორის მთარგმნელობით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც ყოველწლიურად ბაქოს ექსპო ცენტრში იმართება, ადგილობრივ და უცხოელ გამომცემლებს, მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებსა და მკითხველებს აერთიანებს. სტენდის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, ქართველი ავტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით არის წარმოდგენილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები