პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - გუშინდელი საღამოს შემდეგ, რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა გაუშვეს - დაშავდა 34 და დაიღუპა ორი ადამიანი

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთმა კიევზე 21 ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დარტყმა მოლაპარაკებების რაუნდის დასრულებისთანავე განხორციელდა და რუსეთზე რეალურ ზეწოლას მოითხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - გუშინდელი საღამოს შემდეგ, რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა გაუშვეს - დაშავდა 34 და დაიღუპა ორი ადამიანი
ინტერპრესნიუსი

გუშინდელი საღამოს შემდეგ, რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიშისას 21 რაკეტა გამოიყენეს.

„სამწუხაროდ, ქალაქის მასშტაბით ბევრი ობიექტი დაზიანდა: ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები, ენერგოობიექტები, რკინიგზის სადგურისა და მეტროს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ცენტრები და საწარმოები. დაზიანებულ ობიექტებს შორის მონასტერიც არის. კიევსა და სხვა რეგიონებში 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამ დროისთვის ორი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთმა მიზანმიმართული დარტყმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებისთანავე განახორციელა.

„ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამოკიდებულებაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. მნიშვნელოვანია, ამ ომის დასასრულებლად სწორი გადაწყვეტილებების ძიება გავაგრძელოთ. მაგრამ, როდესაც რუსეთი მოლაპარაკებებს ბალისტიკური რაკეტებით პასუხობს, მაშინ რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო“, - აცხადებს ზელენსკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურისაღამოდან მოყოლებული რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევზე ბალისტიკური დარტყმების სამი ტალღა განახორციელეს. გამოიყენეს 21 რაკეტა, — ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: რუსული ბალისტიკური რაკეტები კიევში უნივერსიტეტის ტერიტორიას, პარკსა და საცხოვრებელ სახლებს მოხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები