ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: რამ გამოიწვია ცვლილება? ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ სააგენტოთი „აწარმოე საქართველოში“ და მეორე მხრივ, იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში 20 000-ზე მეტმა მეწარმემ მიიღო მხარდაჭერა და წახალისდა 8,5 მლრდ ლარის ინვესტიცია, რაც ბოლო 5 წლის ეკონომიკურ ზრდასა და ახალი კორპორაციის შექმნას დაედო საფუძვლად.
რამ გამოიწვია ცვლილება? მე ვიტყოდი, წარმატებამ, ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ ინსტიტუტში [„აწარმოე საქართველოში“], მეორე მხრივ, ეკონომიკურმა წარმატებამ და იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სახელმწიფომ 2014 წლიდან გადადგა კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის პირველი რეალური ნაბიჯი.
„შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდობა აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე. ამ წლების განმავლობაში 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8,5 მლრდ ლარის ინვესტიციის წახალისება. ჩვენ მოვიპოვეთ ფართო საერთაშორისო აღიარება. რამ გამოიწვია ცვლილება? მე ვიტყოდი, წარმატებამ, ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ ინსტიტუტში [„აწარმოე საქართველოში“], მეორე მხრივ, ეკონომიკურმა წარმატებამ და იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს აყენებს უპირველეს ამოცანას, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ეკონომიკური ზრდა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს უფრო მეტ აქტიურ და მიზნობრივ მონაწილეობას კერძო სექტორის მხადაჭერაში“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდობა აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე. ამ წლების განმავლობაში 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8,5 მლრდ ლარის ინვესტიციის წახალისება. ჩვენ მოვიპოვეთ ფართო საერთაშორისო აღიარება. რამ გამოიწვია ცვლილება? მე ვიტყოდი, წარმატებამ, ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ ინსტიტუტში [„აწარმოე საქართველოში“], მეორე მხრივ, ეკონომიკურმა წარმატებამ და იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს აყენებს უპირველეს ამოცანას, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ეკონომიკური ზრდა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს უფრო მეტ აქტიურ და მიზნობრივ მონაწილეობას კერძო სექტორის მხადაჭერაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.