პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს, საიდანაც ორი მესამედი ახალ სფეროებში მიიმართება.

ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში
იმედინიუსი

ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციასთან დაკავშირებით.

ნადარეიშვილის თქმით, აქედან მნიშვნელოვანია, რომ 2/3 იქნება ახალი სფეროები, რომლებითაც დღეს სახელმწიფო არ იყო ისე აქტიურად წარმოდგენილი.

„დაახლოებით 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, როგორც მოგახსენეთ. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში. აქედან მნიშვნელოვანია, რომ 2/3 იქნება ახალი სფეროები, რომლებითაც დღეს სახელმწიფო არ იყო ისე აქტიურად წარმოდგენილი. მაგალითად, თუ დღეს ვამბობთ, რომ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა სააგენტომ სასტუმრო სექტორის განვითარებაში, სადაც 500 სასტუმროზე მეტია პროგრამის ფინანსური კომპონენტით ნასარგებლები, ჩვენ ათ წელზე უფრო ხანმოკლე პერიოდში ვიტყვით, რამდენად გაიზარდა კაპიტალის ბაზრის წილი ჩვენს საფინანსო სექტორში. ამოცანა გვაქვს, რომ დაახლოებით 40% გახდეს კაპიტალის ბაზრის წონა მთლიან ფინანსურ სექტორში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიმართულებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის, ექსპორტისა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სფეროებში“, - აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში - ირაკლი ნადარეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები