სოზარ სუბარი: ჩვენი მოქალაქეები დატოვეს კოდორის ხეობაში, ახალგორში ისე, რომ არც გააფრთხილეს და პირიქით, უთხრეს, რომ არაფერი ემუქრებოდათ. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი სისხლი დაღვრილიყო. არ ვიცი, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ხალხი, რომ ასეთი რამ გააკეთო
სოზარ სუბარი ყოფილ ხელისუფლებას აგვისტოს ომში „გარე დაკვეთის“ შესრულებასა და მოქალაქეების გაუფრთხილებლად დატოვებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება უნდა გასამართლდეს ევროსაბჭოს იმ რეზოლუციის გამოც, სადაც ქართული მხარის მიერ დაბომბვის დაწყება ჩაიწერა.

როდესაც ამბობენ, ვინ დაიწყო ომი, ვინ ვის აბრალებს, ყველაზე მძიმე ბრალდება, რომელიც მათ საქართველოს წაუყენეს, ეს იყო ომის დამთავრებიდან ორ თვეში ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ომი მოჰყვა ქართული მხარის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან დაბომბვას და რუსეთი მოპასუხე იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
„თუ ეს სიმართლე იყო, ესე იგი, დამნაშავე იყო სააკაშვილის ხელისუფლება და ის უნდა გასამართლდეს, ხოლო თუ ეს ტყუილი იყო და ამაზე მოაწერეს ხელი, ასაკრძალებიც არიან და დასასჯელებიც იმის გამო, რომ ასეთი რამ დააბრალეს ქვეყანას. ეს უმძიმესი ბრალდება შემდეგ გამეორებული იყო ტალიავინის დასკვნაშიც, რომელიც ასევე დიდი ტაშით მიიღეს“, - აღნიშნა მან.
სუბარმა გაიხსენა, თუ რა ვითარება იყო 2012 წლამდე ამ საქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში.
„რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებს - ამასთან დაკავშირებით 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გვქონდა ტრაგიკული ვითარება. სამი სასამართლო იყო, სადაც ეს საქმე განიხილებოდა. პირველი, ეს იყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ქვეყნებს შორის საჩივრებს განიხილავს და ამ სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად საქართველოს საჩივარი, რადგან არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ წარდგენილი.
მეორე იყო ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლო, სადაც ქართულმა სახელმწიფომ არ იჩივლა (ესეც ნონსენსია) და იჩივლეს საქართველოში მოქმედმა გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მტკიცებულებები მივაწოდე მე, ჩვენმა ოფისმა, თუმცა ისე გავიდა 4 წელი, რომ თანამშრომლობაზე უარი თქვა ქართულმა სახელმწიფომ, რუსეთი კი თანამშრომლობდა. ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ საქართველო გამტყუნდებოდა, რომ არ ყოფილიყო 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვება. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა, რასაც მოჰყვა ისტერიკა ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ჯარის გამტყუნება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მოვიგეთ ეს სასამართლო.
მესამე იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, სადაც არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდათ წარდგენილი. კარგად ვიცით ცნობილი მაგალითი, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომ რუსეთი იყენებდა გაეროს კონვენციით აკრძალულ იარაღს, მათ შორის კასეტურ რაკეტებს, გამქრალი იყო, წაღებული იყო აშშ-ში და არც კი ამბობდნენ, სად იყო წაღებული. ჩვენ რამდენიმეწლიანი გამოძიების ჩატარება დაგვჭირდა, რომ ჯერ მიგვეკვლია ამ იარაღისთვის, შემდეგ აშშ-სთვის დაბრუნება გვეთხოვა და ამით მოვიგეთ ეს პროცესი“, - განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე - თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ამ სარჩელში, სადაც ასევე მიმოხილულია აგვისტოს ომი, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა გამტყუნდება და აიკრძალება, შესაბამისად, ეს ამ საქმეზე უკუეფექტს მოახდენს. ეს ასეა? - სუბარმა ასე უპასუხა:
„მსგავსი არაფერი არსებობს, გადაწყვეტილებები მიღებულია, რაც საბოლოოა. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ვუსმენდით ნაცმოძრაობის მაშინდელ გენერლებს, რომლებიც დღეს ნაცმოძრაობის წევრები არიან და ისინი კომისიის სხდომებზე ისეთ ფაქტებს ადასტურებდნენ, რომ ხშირად მართლაც შემაძრწუნებელი იყო. ლაპარაკი იყო იმაზე, როგორ გაიხსნა ცეცხლი, როგორ დატოვეს ჩვენი მოქალაქეები როგორც კოდორის ხეობაში, ისე ახალგორში და დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში ისე, რომ არც გააფრთხილეს და პირიქით, უთხრეს, რომ არაფერი ემუქრებოდათ. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი სისხლი დაღვრილიყო. არ ვიცი, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ხალხი, რომ ასეთი რამ გააკეთო, მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც ისინი ასრულებდნენ გარე დაკვეთას, რომ, რაც შეიძლებოდა, მეტი სისხლი დაღვრილიყო, მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მომკვდარიყო, რომ შეუძლებელი გამხდარიყო შერიგება ქართველებს და ეთნიკურ ოსებს, აფხაზებს შორის და ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - აღნიშნა სუბარმა.
ციტატები სტატიიდან
„თუ ეს სიმართლე იყო, ესე იგი, დამნაშავე იყო სააკაშვილის ხელისუფლება და ის უნდა გასამართლდეს, ხოლო თუ ეს ტყუილი იყო და ამაზე მოაწერეს ხელი, ასაკრძალებიც არიან და დასასჯელებიც იმის გამო, რომ ასეთი რამ დააბრალეს ქვეყანას. ეს უმძიმესი ბრალდება შემდეგ გამეორებული იყო ტალიავინის დასკვნაშიც, რომელიც ასევე დიდი ტაშით მიიღეს“
„რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებს - ამასთან დაკავშირებით 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გვქონდა ტრაგიკული ვითარება. სამი სასამართლო იყო, სადაც ეს საქმე განიხილებოდა. პირველი, ეს იყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ქვეყნებს შორის საჩივრებს განიხილავს და ამ სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად საქართველოს საჩივარი, რადგან არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ წარდგენილი. მეორე იყო ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლო, სადაც ქართულმა სახელმწიფომ არ იჩივლა (ესეც ნონსენსია) და იჩივლეს საქართველოში მოქმედმა გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მტკიცებულებები მივაწოდე მე, ჩვენმა ოფისმა, თუმცა ისე გავიდა 4 წელი, რომ თანამშრომლობაზე უარი თქვა ქართულმა სახელმწიფომ, რუსეთი კი თანამშრომლობდა. ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ საქართველო გამტყუნდებოდა, რომ არ ყოფილიყო 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვება. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა, რასაც მოჰყვა ისტერიკა ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ჯარის გამტყუნება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მოვიგეთ ეს სასამართლო. მესამე იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, სადაც არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდათ წარდგენილი. კარგად ვიცით ცნობილი მაგალითი, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომ რუსეთი იყენებდა გაეროს კონვენციით აკრძალულ იარაღს, მათ შორის კასეტურ რაკეტებს, გამქრალი იყო, წაღებული იყო აშშ-ში და არც კი ამბობდნენ, სად იყო წაღებული. ჩვენ რამდენიმეწლიანი გამოძიების ჩატარება დაგვჭირდა, რომ ჯერ მიგვეკვლია ამ იარაღისთვის, შემდეგ აშშ-სთვის დაბრუნება გვეთხოვა და ამით მოვიგეთ ეს პროცესი“
„მსგავსი არაფერი არსებობს, გადაწყვეტილებები მიღებულია, რაც საბოლოოა. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ვუსმენდით ნაცმოძრაობის მაშინდელ გენერლებს, რომლებიც დღეს ნაცმოძრაობის წევრები არიან და ისინი კომისიის სხდომებზე ისეთ ფაქტებს ადასტურებდნენ, რომ ხშირად მართლაც შემაძრწუნებელი იყო. ლაპარაკი იყო იმაზე, როგორ გაიხსნა ცეცხლი, როგორ დატოვეს ჩვენი მოქალაქეები როგორც კოდორის ხეობაში, ისე ახალგორში და დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში ისე, რომ არც გააფრთხილეს და პირიქით, უთხრეს, რომ არაფერი ემუქრებოდათ. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი სისხლი დაღვრილიყო. არ ვიცი, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ხალხი, რომ ასეთი რამ გააკეთო, მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც ისინი ასრულებდნენ გარე დაკვეთას, რომ, რაც შეიძლებოდა, მეტი სისხლი დაღვრილიყო, მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მომკვდარიყო, რომ შეუძლებელი გამხდარიყო შერიგება ქართველებს და ეთნიკურ ოსებს, აფხაზებს შორის და ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.