ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ, პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ, ახლა ეს არ ხდება

ფედერალისტებინაციონალური მოძრაობა

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციოსთან გამართულ აქციასთან კავშირი არ აქვთ და მას „ნაცმოძრაობის აქციასა და მტრის პროპაგანდას“ უწოდებს. მისი თქმით, ხალხი ქუჩაში იმიტომ არ გამოდის, რომ პარტიები მათ რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი – პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ, პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ, ახლა ეს არ ხდება
თამარ ჩერგოლეიშვილი – პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ, პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ, ახლა ეს არ ხდებაპირველი არხი

პარტიების აკრძალვის გამო ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს, ეს პარტიები ამ ხალხის ინტერესებს უნდა განასახიერებდნენ, მათ პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე კამათობდნენ. ახლა ეს არ ხდება, – პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში მოქალაქეების ინტერესებს, ანუ კონკრეტული სოციალური ჯგუფების კონკრეტულ პრობლემებს ძალიან მცირე ადგილი უჭირავს.

„ამიტომ, თავში აზრადაც კი არ გაგვივლია, რომ აქცია მოგვეწყო. რასაც ვაწყობთ, ვთქვით გარკვევით.

25 ოქტომბერს ვიკრიბებით თსუ-სთან და ვიწყებთ კამპანიას 28 ნოემბრის აქციისთვის – საერთო კამპანია კარგია, რადგან პარტიებისთვის თანამშრომლობის სივრცეს ქმნის და სინერგიას უწყობს ხელს.

ბათუმში ჩამოვედით ჩვენი პარტიის მშენებლობის ამოცანით – ამის ნაწილია ბათუმელების პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი. ვცდილობთ, ლიდერობის ვაკუუმი შევავსოთ ხალხის ინტერესების პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებით. აკრძალვის პროცესი უბრალოდ დაგვემთხვა.

არაფერ შუაში ვართ არც „ფედერალისტები“ და არც „ალიანსი“ საკონსტიტუციოსთან გამართულ აქციასთან – „ნაცმოძრაობის“ აქცია იყო და მტრის პროპაგანდა. სტატუს კვო ლოიალისტებს აბრიყვებს, თითქოს ყველა „ნაცებივით“ დელუზიურები ვართ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამიტომ, თავში აზრადაც კი არ გაგვივლია, რომ აქცია მოგვეწყო. რასაც ვაწყობთ, ვთქვით გარკვევით. 25 ოქტომბერს ვიკრიბებით თსუ-სთან და ვიწყებთ კამპანიას 28 ნოემბრის აქციისთვის – საერთო კამპანია კარგია, რადგან პარტიებისთვის თანამშრომლობის სივრცეს ქმნის და სინერგიას უწყობს ხელს. ბათუმში ჩამოვედით ჩვენი პარტიის მშენებლობის ამოცანით – ამის ნაწილია ბათუმელების პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი. ვცდილობთ, ლიდერობის ვაკუუმი შევავსოთ ხალხის ინტერესების პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებით. აკრძალვის პროცესი უბრალოდ დაგვემთხვა. არაფერ შუაში ვართ არც „ფედერალისტები“ და არც „ალიანსი“ საკონსტიტუციოსთან გამართულ აქციასთან – „ნაცმოძრაობის“ აქცია იყო და მტრის პროპაგანდა. სტატუს კვო ლოიალისტებს აბრიყვებს, თითქოს ყველა „ნაცებივით“ დელუზიურები ვართ“
თამარ ჩერგოლეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ხაზარაძემ, სააკაშვილმა და ტელეკლოაკების კოლექტიურმა გრიგოლიებმა ხმა ჩაიგდონ” – ჩერგოლეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები