ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - გვჭირდება ინდივიდუალიზაცია, კოლექტიური მოჩვენება რომ დადის და თურმე საქართველოს ანადგურებს 30 წელია, ამაზე პასუხს ვერ გავცემთ - მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”

ქართული ოცნებაკოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტილელო

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას ქვეყნისთვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვება და „ქართულ ოცნებას“ მძიმე დღეები ელოდება.

ნიკა გვარამია - ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - გვჭირდება ინდივიდუალიზაცია, კოლექტიური მოჩვენება რომ დადის და თურმე საქართველოს ანადგურებს 30 წელია, ამაზე პასუხს ვერ გავცემთ - მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”
ნიკა გვარამია - ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - გვჭირდება ინდივიდუალიზაცია, კოლექტიური მოჩვენება რომ დადის და თურმე საქართველოს ანადგურებს 30 წელია, ამაზე პასუხს ვერ გავცემთ - მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”ინტერპრესნიუსი

მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”. მათთვის ძალიან კომფორტულ სასამართლოს მეშვეობითაც კი ასეთი მარტივი არ იქნება საქართველოში დემოკრატიის საბოლოოდ დამარხვა და ევროპერსპექტივიდან ჩვენი სამუდამოდ გაწევა იმიტომ, რომ ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, ძალიან ბევრი შეუქცევადი შედეგი შეიძლება დადგეს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

გვარამიას თქმით, პარლამენტმა შეიძლება საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვიანებით გააუქმოს, მაგრამ თუ ის მანამდე სასამართლომ გაიზიარა, გამოდის, რომ მას სამართლებრივ დატვირთვას აძლევს, ეს კი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

“არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ განმარტება რაც გაკეთდა, პრაქტიკულად, ალტერნატიულ შუამდგომლობაზე დადებითი პასუხია. ანუ ის, თუ მტკიცებულებების, მოწმეების და ა.შ. გამოკვლევა მაინც მოხდება და სასამართლო არ მიიჩნევს დასკვნით მოტანილ აბდაუბდას [ყველაფერია ეს დასკვნა იურიდიული დოკუმენტის გარდა], თუ ეს გამოკვლევა იქნება და ყველაფერი წავა მოწმეების მიმართულებითაც და დაკითხვების მიმართულებითაც, კი ბატონო, იყოს დასკვნა და კიდევ უფრო უარესი მოუვა ამ დასკვნას, ვიდრე მტკიცებულებებიდან ამორიცხვა იყო.

ეს ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში, ამ დასკვნის გარდა, ამ სარჩელში არაფერი არ არის, მხოლოდ ეს მტკიცებულებაა და დანარჩენი მოტანილია ისე, თითქოს რაკიღა დასკვნაში წერია, ესე იგი, ეს ასეა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ეს იყო ჩვენი ინტერესის საგანი. პრინციპში, ჩვენ მივიღეთ განმარტება, რომ ცალკეული საკითხები ინტერესის შესაბამისად იქნება გამოკვლეული. მთავარი ის არის, რაზედაც ჩვენც ვილაპარაკეთ და “ლელომაც” და სხვა პარტიებმაც ილაპარაკეს - ჩვენ გვჭირდება ინდივიდუალიზაცია, რა მოგვემართება ჩვენ, რაზე გვაქვს პასუხი გასაცემი, რაღაცა კოლექტიური მოჩვენება რომ დადის და თურმე საქართველოს ანადგურებს ბოლო 30 წელია, ჩვენ ამაზე პასუხს ვერ გავცემთ. ჩვენ არ ვიცით, ვის რა ეჩვენება, რა ნაწილში გვგულისხმობს ჩვენ და რა ნაწილში სხვას. ამასთან დაკავშირებითაც გაკეთდა განმარტება.

მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”. მათთვის ძალიან კომფორტულ სასამართლოს მეშვეობითაც კი ასეთი მარტივი არ იქნება საქართველოში დემოკრატიის საბოლოოდ დამარხვა და ევროპერსპექტივიდან ჩვენი სამუდამოდ გაწევა იმიტომ, რომ ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, ძალიან ბევრი შეუქცევადი შედეგი შეიძლება დადგეს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში იმიტომ, რომ ყველაზე უფრო საშიშ და საფრთხილო ჩანაწერებს შეიცავს ამ თვალსაზრისით და დღეს ეს არის დასკვნის, მისი ავტორებისა და “ქართული ოცნების” ბოდვა, არცთუ ისე უსაფრთხო, მაგრამ მაინც რაღაც თხზულებაში, პარლამენტში, რომელსაც შემდეგ კი გააუქმებს, მაგრამ სასამართლოს მიერ ნათქვამი და სასამართლომ თუ ეს გაიზიარა, გამოდის, რომ ამას აძლევს სამართლებრივ დატვირთვასაც. სასამართლოს მიერ ნათქვამი სულ სხვა წონის იქნება და სხვანაირი შეფასების უნარიანობა ექნება. ეს აბსოლუტურად ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, დროებითი ოკუპაცია შეიძლება სამუდამო ოკუპაციად გადაიქცეს და ა.შ. ამის დაშვება არ შეიძლება. შეიძლება მოსამართლეებმა გადაწყვიტონ, რომ თავი მოიჭრან, მაგრამ ჩვენ ნებისმიერი გზა უნდა ვეძებოთ იმისთვის, რომ ეს არ გავაკეთებინოთ”, - განაცხადა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?“ - გვარამია პარტიების აკრძალვის სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები