უზენაესმა სასამართლომ ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციოს განაჩენი და დამნაშავედ ცნო ხელოსანი, რომლის მიზეზითაც ბაკურციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. პროკურატურის ცნობით, მსჯავრდებულს 3000 ლარის ჯარიმა დაეკისრა და ქვეყნის დატოვება დაზარალებულისთვის 81 000 ლარის კომპენსაციის გადახდამდე აეკრძალა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინადხედულობის ნორმები, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
უწყების ცნობით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო (სამღებრო) სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინადხედულობის ნორმები, რა დროსაც გაჩნდა ხანძარი და დაიწვა მითითებული საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიადგა 81 000 ლარის ოდენობის ზიანი.
დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) წარუდგინა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით დააკისრა, ასევე ბრალდებულს აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდამდე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
- იმედინიუსიუზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
ციტატები სტატიიდან
„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო (სამღებრო) სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინადხედულობის ნორმები, რა დროსაც გაჩნდა ხანძარი და დაიწვა მითითებული საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიადგა 81 000 ლარის ოდენობის ზიანი. დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) წარუდგინა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით დააკისრა, ასევე ბრალდებულს აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდამდე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.