ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო ინსტანციაში გამართლებული ხელოსანი, რომლის მიერ წესების დარღვევას ბაკურციხეში სახლის დაწვა და 81 000 ლარის ზიანი მოჰყვა, დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, მას 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ქვეყნის დატოვება კომპენსაციის გადახდამდე აეკრძალა.

უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნოიმედინიუსი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო (სამღებრო) სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინდახედულობის ნორმები, რის გამოც გაჩნდა ხანძარი და დაიწვა მითითებული საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიადგა 81 000 ლარის ოდენობის ზიანი.

„დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) წარუდგინა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით დააკისრა, ბრალდებულს ასევე აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) წარუდგინა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით დააკისრა, ბრალდებულს ასევე აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდამდე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები