ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს აუხსენით კარგად” – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ხატია დეკანოიძის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მთავარი მიზანია, საქართველოს ინტერესების დამცველი ნებისმიერი ხელისუფლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს და ქვეყანა აგრესორად ჩაითვალოს.

“ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს აუხსენით კარგად” – ხატია დეკანოიძე
“ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს აუხსენით კარგად” – ხატია დეკანოიძეალია

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი საკითხი არის საერთაშორისო და საქართველოს სამართლის სივრცეში მტკიცებით ფორმაში, ქართველების ხელით გადავიდეს, რუსული დეიზინფორმაცია და რუსული ესპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის მთავარი მოთხოვნა: ნებისმიერი საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საქრთველოს ინტერესების მიხედვით იმოქმედებს და ეს ინტერესები დაუპირისპირდება რუსეთს – არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

ამოცანაა, რომ საქრთველოს ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას (რუსული ინტერესესების შესაბამისად) საქართველოს უზენაესი კანონმდებლობით აიკრძალოს და რუსეთს სულ ჰქონდეს იარაღად საკონსტიტუციოს ვერდიქტი.

ეს არის ამ სარჩელის მთავარი არსი და მოტივი. დღეს, ამ სარჩელის განხილვის პირველ დღეს დადგინდა და გაცხადდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებლად დანიშვნით. არაფერი ხდება შემთხვევით.

დასავლური ინსტიტუციური მეხსიერების პოლიტიკური ორგანიზაცების გაქუმებით და რუსული დეზინფორმაციის საკონსტიტუციო სიბრტყეში გადატანით საქრთველო ცხადდება აგრესორ ქვეყნად. ეს არის ივანიშვილის ამოცანა, ეს არის რუსეთის ამოცანა.

რუსეთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საქართველოს ჯარის გაძლიერება ცუდია, თავდაცვის ძალებისთვის იარაღის შესყიდვა ან კონკრეტულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა მისთვის მიუღებელი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას პროვაკაცია დაარქვას. მას ამ შესაძლებლობას ეს სარჩელი აძლევს.

სწორედ ამაზე საუბრის შესაძლებლობა არ მომცა სასამართლომ.

ცალკე აბსურდია, რომ მიშას, რომელის გამონაქთვამებზე, ქმედებებზე, პრეზიდენტობაზე და ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარებაზეა მთელი სარჩელი აგებული – არ მიეცა საშუალება სასამართლოსთვის ეთქვა მისი პოზიცია.

განხილვაც კი უკვე კატასტროფაა ქართული სახელმწიფოსთვის.

ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს აუხსენით კარგად. ეს არის მცირედი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ამ სამარცხვინო პროცესის წინააღმდეგ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი პარტიების აკრძალვაზე - მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა - როდესაც აგენტურა აღარ იქნება ოპოზიციაში, უფრო მეტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდას გაუჩნდება მოტივაცია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები