გიორგი კახიანი: მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის შუამდგომლობას საგამოძიებო კომისიის დასკვნის დაუშვებლობაზე დაუსაბუთებელი უწოდა და ოპოზიცია კონსტიტუციური ორგანოების პარალიზების მცდელობაში დაადანაშაულა.
![გიორგი კახიანი: მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას](/thumb/127794-960-d428fe93.webp)
საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.
კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
გიორგი კახიანის თქმით, შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული.
„საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით. მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. რით გამოიხატებოდა ეს რიტორიკა - ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას. შეგახსენებთ, მაგალითად ამბობდნენ, რომ თურმე პრეზიდენტი თუ არ მოიწვევს პარლამენტს, ე.ი. პარლამენტს არ შეუძლია შეიკრიბოს.
შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, არ არის დასაბუთებული. ამ კომისიის შექმნის კონსტიტუციურობას როგორ აყენებენ [ეჭვქვეშ], იცით? - რადგან ჩვენ არ შემოვედით პარლამენტში, ე.ი. თქვენ არ შეგეძლოთ კომისია შეგექმნათ. ამას აცხადებდნენ მაშინაც, როდესაც ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ჩვენ თუ ვერ შემოვალთ; პარლამენტი ვერ შეიკრიბება, პრეზიდენტი თუ ვერ მოიწვევსო. ამ რიტორიკის გაგრძელებაა“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით. მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. რით გამოიხატებოდა ეს რიტორიკა - ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას. შეგახსენებთ, მაგალითად ამბობდნენ, რომ თურმე პრეზიდენტი თუ არ მოიწვევს პარლამენტს, ე.ი. პარლამენტს არ შეუძლია შეიკრიბოს. შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, არ არის დასაბუთებული. ამ კომისიის შექმნის კონსტიტუციურობას როგორ აყენებენ [ეჭვქვეშ], იცით? - რადგან ჩვენ არ შემოვედით პარლამენტში, ე.ი. თქვენ არ შეგეძლოთ კომისია შეგექმნათ. ამას აცხადებდნენ მაშინაც, როდესაც ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ჩვენ თუ ვერ შემოვალთ; პარლამენტი ვერ შეიკრიბება, პრეზიდენტი თუ ვერ მოიწვევსო. ამ რიტორიკის გაგრძელებაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.