გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა, უბრალოდ, არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ოპოზიციას მხარდამჭერების მობილიზება უჭირს და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვისას შენობასთან მხოლოდ „თითო-ოროლა აქტივისტი“ იდგა, რადგან საკუთარი ამომრჩეველიც კი მათ ზურგს აქცევს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მედიაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები რეალურ მხარდაჭერაზე არ აისახება.
ანალიტიკოსის აზრით, როდესაც საქმე რეალურ მოქმედებასა და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე მიდგება, ირკვევა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც უჭირთ.
„ქუდზე კაცი“, „ათიათასობით ქომაგი“ და „ბრძოლა ბოლომდე“ — ნაცნობი ნარატივია, არა?
მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი წყდება. უყურებ კადრებს და რეალობა სულ სხვაა: შენობასთან მხოლოდ თითო-ოროლა აქტივისტი დგას და გაოცებული იყურება აქეთ-იქით — „სად არის ჩვენი ზღვა ხალხი?“
საინტერესო ფენომენია: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა, უბრალოდ, არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ,“ - წერს აბაშიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.