ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ

საკონსტიტუციო სასამართლო

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს მხარდამჭერების მობილიზება უჭირთ და საკონსტიტუციო სასამართლოსთან მათ აქციაზე მხოლოდ თითო-ოროლა აქტივისტი მივიდა, რადგან ამომრჩეველი მათ ზურგს აქცევს.

გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ
გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათრუსთავი 2

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მედიაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები რეალურ მხარდაჭერაში არ აისახება.

ანალიტიკოსის აზრით, როდესაც საქმე რეალურ მოქმედებასა და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე მიდგება, ირკვევა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც უჭირთ.

"ქუდზე კაცი", "ათიათასობით ქომაგი" და "ბრძოლა ბოლომდე" - ნაცნობი ნარატივია, არა?

მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი წყდება. უყურებ კადრებს და რეალობა სულ სხვაა: შენობასთან მხოლოდ თითო-ოროლა აქტივისტი დგას და გაოცებული იყურება აქეთ-იქით - "სად არის ჩვენი ზღვა ხალხი?"

საინტერესო ფენომენია: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ," - წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას- ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია- არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები