ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობაზე ღია შეხვედრა გაიმართება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის 485 მილიონი ლარია გაწერილი, პროექტი კი 581 მიწის ნაკვეთს შეეხება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გარემოზე ზემოქმედებისა და განსახლების გეგმის შესახებ 27 ოქტომბერს საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობაზე ღია შეხვედრა გაიმართება
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობაზე ღია შეხვედრა გაიმართებაბათუმელები

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის/მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები“.

შეხვედრა 2026 წლის 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შენობა, მეორე სართულის დარბაზი; მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.

„შეხვედრა ტარდება პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში და მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეებისთვის დაგეგმილი საქმიანობის, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შემარბილებელი ღონისძიებების გაცნობას, ასევე მათი მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებას შეფასებისა და მომზადების პროცესში გასათვალისწინებლად“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ქობულეთის შემოვლითი [ორზოლიანი] გზის პარალელურად, დამატებით – ახალი ორზოლიანი გზა უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა: 581 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 10 031 191 კვ.მ-ია. აქედან 193 ნაკვეთი კერძო საკუთრებაა, ჯამური ფართობით – 2 491 944 კვ.მ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილში გასცა. პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის სრულად გაცნობა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო. დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით ახალი ზოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად 2027 წლის ბოლოსთვის დაიწყება.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოებისთვის 2026-2030 წლებში, მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გაწერილი.

მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის [ADB] ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, თუმცა ბანკთან ხელშეკრულება ჯერ დადებული არ არის.

სამინისტროს ინფორმაციით აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ პროცესი დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა.

ამ თემაზე ვრცლად:

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტი

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები“
„შეხვედრა ტარდება პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში და მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეებისთვის დაგეგმილი საქმიანობის, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შემარბილებელი ღონისძიებების გაცნობას, ასევე მათი მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებას შეფასებისა და მომზადების პროცესში გასათვალისწინებლად“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები