გია ვოლსკი – საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით, ჟენევაში
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ჟენევის ფორმატი უმოქმედოა და რუსეთმა იქ სრული უპირატესობა მოიპოვა სააკაშვილის მიერ გაერო-ს მისიის გაყვანის გამო. მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო ფორმატებში საკუთარი ინტერესები მტკიცედ უნდა დაიცვას.

ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია, რადგან რამდენი შეხვედრა ჩატარდა და აბსოლუტურად უშედეგოდ, ჩანაფიქრი სწორედ ასეთი იყო, რომ როგორმე გაერო-ს სამშვიდობო ძალების სამეთვალყურეო მისია საქართველოდან გასულიყო, რაც სააკაშვილმა 2009 წლის ივნისში მოახერხა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, 2009 წლამდე რუსეთი კვლავ ფორმალურად ითვლებოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულად ყოველ კვარტალში ერთხელ, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ეს მისია დამთავრდა და თითქოსდა, შემოგვაძლია ევროკავშირის მისია.
„საოკუპაციო კონტროლისთვის მადლიერები ვართ, მაგრამ ის ფუნქცია, რაც მას თითქოსდა უნდა შეესრულებინა, როგორც სააკაშვილი გვეუბნებოდა, არ არსებობს. ერთადერთი, რაც კარგია, დარღვევებზე რეაგირების სტრუქტურაა, რომელიც აფხაზეთის მიმართებით აღარ მუშაობს. ჟენევაში რაც ხდება, ყველანაირ მოთხოვნასთან შეუსაბამოა. ვფიქრობ, რომ გიორგი ზურაბაშვილი თავისი გამოცდილებით ჟენევის ფორმატში მოწოდების დონეზე იქნება. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით რუსეთს მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჰქონდეს. შეხვედრები იწყება და 15 წუთში მთავრდება, რადგან თავიდანვე ერთმანეთის ინტერესებისადმი შეუსაბამო საკითხი ისმევა. ამ შემთხვევაში რუსეთმა სრული უპირატესობა მოიპოვა და ეს თავიდანვე იყო ჩადებული იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააკაშვილმა მიიღო. რა იქნება სამომავლოდ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება. საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით, ჟენევაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„საოკუპაციო კონტროლისთვის მადლიერები ვართ, მაგრამ ის ფუნქცია, რაც მას თითქოსდა უნდა შეესრულებინა, როგორც სააკაშვილი გვეუბნებოდა, არ არსებობს. ერთადერთი, რაც კარგია, დარღვევებზე რეაგირების სტრუქტურაა, რომელიც აფხაზეთის მიმართებით აღარ მუშაობს. ჟენევაში რაც ხდება, ყველანაირ მოთხოვნასთან შეუსაბამოა. ვფიქრობ, რომ გიორგი ზურაბაშვილი თავისი გამოცდილებით ჟენევის ფორმატში მოწოდების დონეზე იქნება. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით რუსეთს მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჰქონდეს. შეხვედრები იწყება და 15 წუთში მთავრდება, რადგან თავიდანვე ერთმანეთის ინტერესებისადმი შეუსაბამო საკითხი ისმევა. ამ შემთხვევაში რუსეთმა სრული უპირატესობა მოიპოვა და ეს თავიდანვე იყო ჩადებული იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააკაშვილმა მიიღო. რა იქნება სამომავლოდ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება. საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით, ჟენევაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.