"არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ" - არჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი, რომ სასამართლოს, პარლამენტისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა არ გამოხატონ.
"ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს პლენუმის და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მიმართ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციის ნაწილმა მოსამართლეების აცილება მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
"ჩვენ, ზოგადად, შეგვიძლია მოგახსენოთ მხოლოდ ერთი, რომ ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს პლენუმის და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მიმართ და მიღებული გადაწყვეტილებებით და წარდგენილი მოსამართლეები და მათ რეპუტაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ.
დანარჩენი ნაწილი თუნდაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და საერთოდ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, პროცესის ჩანიშვნის გამო მოსამართლის აცილება ვინმეს მოეთხოვოს, არა მგონია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში მომხდარიყოს, მაგრამ ასეთიც გვინახავს", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.