სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა უნდა [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტმა უარყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დავალებით მივიდა და განაცხადა, რომ სხდომაზე დასწრება მისი მოქალაქეობრივი უფლებაა.
![სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა უნდა [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული](/thumb/126743-960-1d004827.webp)
„რა ეჭვებში ხართ“, - ასე უპასუხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტმა „ტვ პირველს“ კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დავალებით მივიდნენ თუ არა.
როგორც სტუდენტმა აღნიშნა, მისი, როგორც მოქალაქის უფლებაა დაესწროს სხდომას.
„ახლა გაირკვევა, რამდენი და როგორ შევალთ. მოქალაქე ვარ და უფლება მაქვს დავესწრო სასამართლო სხდომას. [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული. რა ეჭვებში ხართ“,- განაცხადა სტუდენტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ახლა გაირკვევა, რამდენი და როგორ შევალთ. მოქალაქე ვარ და უფლება მაქვს დავესწრო სასამართლო სხდომას. [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული. რა ეჭვებში ხართ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.