ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

საქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

აქციაზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა — სასამართლომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მას დარჩენილი 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა
აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი

თამარ ლორთქიფანიძემ ციხე დატოვა, ის თავისუფალია და 3 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

პროკურატურასთან საპროცესო გარიგება სასამართლოში 30 ივნისს დამტკიცდა. თამარი დამნაშავედ ცნეს. მისი განაჩენი ერთწლიანი რეალური სასჯელით [ანუ ერთწლიანი პატიმრობით] და 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, გამოსაცდელი ვადით განისაზღვრა.

თამარ ლორთქიფანიძე 2025 წლის 22 ოქტომბერს რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. ის კიდევ ერთი ქალი პატიმარი გახდა, რომლის მიმართ წარდგენილ ბრალში პოლიციელის მიერ განცდილი ტკივილი ფიგურირებს. სასამართლოში თავადაც საუბრობდა პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე.

რაში მდგომარეობდა ბრალდება:

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას, ავიდა სახურავზე და ფეხების არაერთგზის დარტყმით დააზიანა სახურავი და ძრავის სახურავი. მიყენებულმა ზიანმა 3300 ლარი შეადგინა.

იმავე დღეს ჩაიდინა ცემა, ფიზიკურად იძალადა შალვა რაზმაძის მიმართ და ხელები არაერთხელ ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც შალვა რაზმაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ზიანი შუბლის არეში.“

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები