ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში, აქციაზე, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლისა და დაზიანებისთვის იყო დაკავებული, 1 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც აქციაზე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის იყო დაკავებული, 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას ივნისში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლითაც 1-წლიანი რეალური და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ჰქონდა განსაზღვრული.

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში, აქციაზე, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლისა და დაზიანებისთვის იყო დაკავებული, 1 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა
აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში, აქციაზე, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლისა და დაზიანებისთვის იყო დაკავებული, 1 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდაინტერპრესნიუსი

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.

ის 2025 წლის 22 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას საპატრულო პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანის სახურავზე ასვლისა და მისი დაზიანებისთვის იყო დაკავებული.

მას მიმდინარე წლის ივნისში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, ლორთქიფანიძეს 1-წლიანი რეალური და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ჰქონდა განსაზღვრული.

ცნობისთვის, ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები საპროცესოთი გაათავისუფლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები