ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 75%-ით გაიზარდა - ყველაზე მეტი პროდუქტი საფრანგეთში გადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 75%-ით გაიზარდა და 826 ტონა (3 მლნ დოლარი) შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია, რომელზეც პროდუქციის 71% მოდის.

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 75%-ით გაიზარდა - ყველაზე მეტი პროდუქტი საფრანგეთში გადის
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 75%-ით გაიზარდა - ყველაზე მეტი პროდუქტი საფრანგეთში გადისBM.GE

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 826 ტონა ლოკოკინები, 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 75%-ით (353 ტონა), ხოლო ღირებულება 67%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ლოკოკინების საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (71%) და თურქეთი (29%).

აღსანიშნავია, რომ ლოკოკინას ექსპორტი მზარდია. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 44%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები