ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

მუნიციპალური განვითარების ფონდი სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობას იწყებს, სადაც 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების 12 რაგბის სტადიონი შენდება, ხოლო კიდევ 32-ის მშენებლობა დაგეგმილია.

სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება
სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყებარუსთავი 2

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და განათების თანამედროვე სისტემა.

ასევე, გათვალისწინებულია გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.

"მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს რაგბის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს რაგბის 12 სტადიონის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ ლარამდეა. ამასთან, დაგეგმილია კიდევ 32 რაგბის სტადიონის მშენებლობა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამ დროისთვის რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება და მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში, ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში, წყალტუბოში, სურამში, ბოლნისში, გურჯაანში, სტეფანწმინდაში, წეროვანში, ასევე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს რაგბის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს რაგბის 12 სტადიონის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ ლარამდეა. ამასთან, დაგეგმილია კიდევ 32 რაგბის სტადიონის მშენებლობა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები