ახალციხეში, იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ახალი გზა იგება
ახალციხეში, იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი გზა, სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები ეწყობა. მუნიციპალიტეტის მერის, ვარლამ წიკლაურის თქმით, წელს ქალაქში ჯამში 10 კილომეტრამდე გზის მოწესრიგებაა დაგეგმილი.
ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება - იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ახალი გზა იგება.
პროექტის ფარგლებში, იცვლება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
"ქალაქ ახალციხეში, ვაჟა-ფშაველასა და იაძის ქუჩებზე დავიწყეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა. ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობა, ტროტუარების რეაბილიტაცია", - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა.
წელს ახალციხეში, ჯამში, 10 კილომეტრამდე გზის მოწესრიგებაა დაგეგმილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.