როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობა სინამდვილეში დიდი ხანია მათი შთაგონების წყაროდ იქცა - რატი იონათამიშვილი საფრანგეთის სენატის მიერ დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტის მიღებაზე
დეპუტატ რატი იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც საქართველო მსგავს კანონებს იღებდა, პარტნიორები თავს ესხმოდნენ, საფრანგეთის სენატის მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტის მიღება კი აჩვენებს, რომ საქართველოს პარლამენტი მათი შთაგონების წყაროდ იქცა.

როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობა სინამდვილეში დიდი ხანია მათი შთაგონების წყაროდ იქცა, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
„როდესაც მსგავს კანონებს ვიღებდით საქართველოში და ვამბობდით, რომ ეს ეროვნული სისტემების, მათ შორის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის იყო მნიშვნელოვანი, გვახსოვს ისინი [უცხოელი პარტნიორები] როგორ გვესხმოდნენ თავს. მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციებში ერთს წერდნენ, მაგრამ საკუთარი ქვეყნების პარლამენტებში მეორეს იღებდნენ. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სინამდვილეში დიდი ხანია მათი შთაგონების წყაროდ იქცა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც მსგავს კანონებს ვიღებდით საქართველოში და ვამბობდით, რომ ეს ეროვნული სისტემების, მათ შორის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის იყო მნიშვნელოვანი, გვახსოვს ისინი [უცხოელი პარტნიორები] როგორ გვესხმოდნენ თავს. მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციებში ერთს წერდნენ, მაგრამ საკუთარი ქვეყნების პარლამენტებში მეორეს იღებდნენ. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სინამდვილეში დიდი ხანია მათი შთაგონების წყაროდ იქცა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.