ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Financial Times: საფრანგეთში არეულობებით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს

საფრანგეთში მასშტაბური არეულობებით მიყენებულმა სადაზღვევო ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვაჭრობის მინისტრის სერჟ პაპენის ცნობით, ქვეყანაში სულ მცირე 3 000 ბიზნესი დაზარალდა.

Financial Times: საფრანგეთში არეულობებით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს
Financial Times: საფრანგეთში არეულობებით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოსიმედინიუსი

საფრანგეთში გასულ უქმეებზე მომხდარი მასშტაბური არეულობებით გამოწვეული ზარალი სადაზღვევო კომპანიებისთვის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩნდეს ქვეყნის ისტორიაში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ანალიტიკური კომპანია Morningstar DBRS-ის შეფასებით, სადაზღვევო კომპანიების ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს. სადაზღვევო ბროკერების თქმით, ზარალმა შესაძლოა 1 მილიარდ ევროსაც გადააჭარბოს. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს საღამოს ქუჩებში ვითარება შედარებით დამშვიდდა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ არეულობების გაგრძელების შემთხვევაში ზარალი კიდევ გაიზარდოს.

„საფრანგეთში არეულობები ბუნებრივ კატასტროფებს ემსგავსება“, - განუცხადა გამოცემას Morningstar-ის ანალიტიკოსმა მარკოს ალვარესმა. მისი თქმით, ახლა უკვე მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად მოხდეს ისეთი მასშტაბის ინციდენტები, რომელთა შედეგად მიყენებული ზარალი ასობით მილიონ ევროს შეადგენს.

გასული უქმეების არეულობებით გამოწვეულმა ზიანმა გადააჭარბა 2023 წელს მომხდარი არეულობების შედეგად დაზღვეულ ქონებაზე მიყენებულ 700 მილიონ ევროზე მეტ ზარალს. მაშინ არეულობები ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. ალვარესის განმარტებით, ამჯერად ძალადობა განსაკუთრებით ინტენსიური და ფართომასშტაბიანი იყო, ზარალის ოდენობაზე კი ინფლაციამაც იმოქმედა, რომელმაც დაზიანებული ქონების აღდგენის ხარჯები გაზარდა.

საფრანგეთში გასულ უქმეებზე მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები თავდაპირველად ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ძარცვასა და შენობებზე თავდასხმებში გადაიზარდა. საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის სერჟ პაპენის წინასწარი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 3 000 ბიზნესი დაზარალდა. თავდასხმების სამიზნე ლუქს კლასის ბრენდების მაღაზიებიც გახდა, მათ შორის Louis Vuitton-ისა და Kenzo-ს ობიექტები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საფრანგეთში არეულობები ბუნებრივ კატასტროფებს ემსგავსება“
მარკოს ალვარესი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში მომხდარ არეულობებში ულტრამემარცხენე ჯგუფებს ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები