პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ქვეყანამ Sanofi-ს წარმოების 200 000 დოზა Vaxigrip-ი შეიძინა.

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
BM.GE

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მისივე თქმით დღეს განთავსდება ინფორმაცია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას ან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვაქცინაცია არ შემოიფარგლება თბილისით, მომსახურება გათვალისწინებულია რეგიონებშიც.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან. თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია. პირველ რიგში, ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.

ვაქცინაციის მსურველებმა აუცილებელია თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა. სხვა დამატებითი საბუთის წარდგენა ან წინასწარი ჩაწერა საჭირო არ არის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება - ირაკლი ფურცელაძე
  2. იმედინიუსისამთავრობოვისთვის არის რეკომენდებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
  3. რუსთავი 2სამთავრობოდღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო
  4. ალიაოპოზიციურიდღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – აცრა ყველასთვის უფასოა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, …წელს არის ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) ვაქცინა, რამაც გააჩინა კითხვები” – მაია ბუწაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები