ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო და დროს, გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება - ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ეს საშუალებას მაძლევს, ვიყო ძლიერი ნებისმიერ მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების გამო ხალხსა და დროს კარგავს. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო და დროს, გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება - ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ეს საშუალებას მაძლევს, ვიყო ძლიერი ნებისმიერ მოლაპარაკებებზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო და დროს, გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება - ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ეს საშუალებას მაძლევს, ვიყო ძლიერი ნებისმიერ მოლაპარაკებებზეინტერპრესნიუსი

ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს და დროს, აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი.

“რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ. მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო, და დროს. და ეს სამწუხაროა, ვინაიდან, ჩვენ შვილებს არ აქვთ ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბავშვობა. ყველა ადამიანს არ აქვს. სწორედ ამიტომ გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება…

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ისინი ძლიერები არიან ბრძოლის ველზე. ეს საშუალებას მაძლევს ძლიერი ვიყო ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დაეხმარებიან უკრაინას მშვიდობის მიღწევაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა.

“მადლობელი ვართ, რომ დაზვერვა მუშაობს ახლა. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე ვსაუბრობ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვინაიდან შეგვიძლია გავიგოთ, როდის მოფრინავს ბალისტიკა. ასე რომ, მადლობელი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ის მუშაობს, ეს შესანიშნავია.

როგორც ვთქვი, სახელმწიფო მდივანთან [რუბიოსთან] განვიხილეთ არა მხოლოდ დაზვერვა. ასევე განვიხილეთ Starlink და Patriot. ის დაგვიბრუნდება ამ საკითხზე და, ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ. მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო, და დროს. და ეს სამწუხაროა, ვინაიდან, ჩვენ შვილებს არ აქვთ ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბავშვობა. ყველა ადამიანს არ აქვს. სწორედ ამიტომ გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება… ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ისინი ძლიერები არიან ბრძოლის ველზე. ეს საშუალებას მაძლევს ძლიერი ვიყო ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე“
ზელენსკი
„მადლობელი ვართ, რომ დაზვერვა მუშაობს ახლა. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე ვსაუბრობ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვინაიდან შეგვიძლია გავიგოთ, როდის მოფრინავს ბალისტიკა. ასე რომ, მადლობელი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ის მუშაობს, ეს შესანიშნავია. როგორც ვთქვი, სახელმწიფო მდივანთან [რუბიოსთან] განვიხილეთ არა მხოლოდ დაზვერვა. ასევე განვიხილეთ Starlink და Patriot. ის დაგვიბრუნდება ამ საკითხზე და, ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება“
ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები