ზელენსკის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა განახლდა. პრეზიდენტის თქმით, კიევი მზადაა ვაშინგტონთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის და იმედოვნებს, რომ ამერიკული მხარე ზეწოლას პუტინზე გააძლიერებს და არა უკრაინაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდა.
Bloomberg-ის ცნობით, ზელენსკიმ ამის შესახებ NBC-ის გადაცემა "შეხვედრა პრესასთან" ეთერში ისაუბრა.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის მხარესთან მოლაპარაკებები შესაძლოა მიმდინარე კვირაში გაიმართოს.
ზელენსკიმ აშშ-სთან მოლაპარაკებების შესახებ საკუთარ გვერდზეც დაწერა. მისი თქმით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
"ვიმედოვნებთ, რომ ისინი პუტინზე ზეწოლას გააძლიერებენ და არა ჩვენზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უბრალოდ უსამართლობა იქნება.
რაც შეეხება ამერიკულ მხარესთან ჩვენს შეხვედრებს, ველოდებით მათთან შეხვედრას და მზად ვართ, შევხვდეთ უკრაინაში ან ევროპაში. თუ მათ სურთ შეხვედრა ამერიკაში, დაგვპატიჟონ. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ფორმატით - სამმხრივი, ორმხრივი, ოთხმხრივი თუ ხუთი ან მეტი მხარის მონაწილეობით. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მშვიდობა.
ამერიკულმა მხარემ გვაცნობა, რომ ჩვენთან შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირას გაიმართოს.
და, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ევროპელებს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა და დამოუკიდებელი მოლაპარაკებების არხი უნდა ჰქონდეთ.
ომის შესაჩერებლად ყველა შესაძლო გზა უნდა გამოვიყენოთ. თურქეთთანაც ცალკე ვისაუბრებთ. ვგეგმავ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ცალკე შევხვდე და განვიხილო საზღვაო და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ასევე გავმართავთ მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, ამ საკითხზე შეერთებული შტატები მუშაობს. მათ სამმხრივი შეხვედრის გამართვის წინადადება აქვთ", - წერს ზელენსკი.
14 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას აფრთხილებდა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შესაძლო შეჩერების შესახებ, თუ კიევი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს არ შეწყვეტდა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის სფეროში მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობს, თუმცა რუსული რაკეტების ფრენის ტრაექტორიების შესახებ ინფორმაციას სწორედ შეერთებული შტატებისგან იღებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთიც გაითავისებს პასუხისმგებლობას.
ციტატები სტატიიდან
„ვიმედოვნებთ, რომ ისინი პუტინზე ზეწოლას გააძლიერებენ და არა ჩვენზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უბრალოდ უსამართლობა იქნება. რაც შეეხება ამერიკულ მხარესთან ჩვენს შეხვედრებს, ველოდებით მათთან შეხვედრას და მზად ვართ, შევხვდეთ უკრაინაში ან ევროპაში. თუ მათ სურთ შეხვედრა ამერიკაში, დაგვპატიჟონ. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ფორმატით - სამმხრივი, ორმხრივი, ოთხმხრივი თუ ხუთი ან მეტი მხარის მონაწილეობით. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მშვიდობა. ამერიკულმა მხარემ გვაცნობა, რომ ჩვენთან შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირას გაიმართოს. და, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ევროპელებს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა და დამოუკიდებელი მოლაპარაკებების არხი უნდა ჰქონდეთ. ომის შესაჩერებლად ყველა შესაძლო გზა უნდა გამოვიყენოთ. თურქეთთანაც ცალკე ვისაუბრებთ. ვგეგმავ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ცალკე შევხვდე და განვიხილო საზღვაო და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ასევე გავმართავთ მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას, ამ საკითხზე შეერთებული შტატები მუშაობს. მათ სამმხრივი შეხვედრის გამართვის წინადადება აქვთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.