გურამ ნიკოლაშვილი – მაკრონმა თქვა, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ფრანგებმა საფრანგეთს ასეთი რამ გაუკეთონო, კანონმდებლობით ყველა ფრანგია, მაგრამ რეალურად, არ არის ყველა ფრანგი, დაპირისპირება ამას მოჰყვება
თბილისის საკრებულოს წევრ გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, საფრანგეთში არეულობის მიზეზი არაინტეგრირებული ჯგუფებია, სადაც კანონით ყველა ფრანგია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მან თბილისის აქციებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ძალადობის ინიციატორები აგრესიული ჯგუფები იყვნენ.

ვინც არის ნამყოფი, იცის, რომ პარიზშიც და მის შემოგარენშიც არსებობს უბნები, სადაც ადამიანი უბრალოდ, ვერ ჩავა, პრობლემაა კომპაქტური დასახელებები, არაინტეგრირებული საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ასეთი მაღალი კრიმინალური დონით გამოირჩევიან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
ნიკოლაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რას უკავშირდება ევროპაში შექმნილი ვითარება, როცა არსებობს მასობრივი პოლიტიკური უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილების ფონზე მოქმედი ძალადობრივი ჯგუფები, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე და რა მიზეზებით არის განპირობებული ეს ორი რეალობა, რასაც თვალს ვადევნებთ.
20.10.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – დემოკრატიის სტანდარტები: ევროპა და საქართველო
როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, ეს არის წლების განმავლობაში არსებული ემიგრაცია, რომელსაც საკმარისი ტემპით ვერ მიჰყვა ინტეგრაცია ამ ჯგუფების იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ.
„ვინც არის ნამყოფი, იცის, რომ პარიზშიც და მის შემოგარენშიც არსებობს უბნები, სადაც ადამიანი უბრალოდ, ვერ ჩავა. ახლა, ჩვენ რასაც ვუყურებდით იქ არეულობას, ეს არის პარიზის ცენტრალური უბნები. აბა, პარიზში ვინც მოხვდება, სენ-დენის გარეუბანში წავიდეს და უბრალოდ, შეეცადოს, გაიაროს. შეეცადოს, შევიდეს ტაძარში, უფრო სწორად, მივიდეს იქამდე, სადაც მთელი საფრანგეთის მეფეები ასვენია. ეს კომპაქტური დასახელებები, არაინტეგრირებული საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ასეთი მაღალი კრიმინალური დონით გამოირჩევიან, ცხადია, პრობლემაა. გამოვიდა მაკრონი და გაოგნებულმა თქვა, ვერ წარმომიდგენია, ფრანგებმა როგორ შეიძლება, საფრანგეთს ასეთი რამ გაუკეთონო. აქ საუბარია სწორედ, რომ ფრანგული კანონმდებლობით და განცხადებით ყველა ფრანგია, მაგრამ რეალურად, არ არის ყველა ფრანგი, ასე აღმოჩნდა და ბუნებრივია, ამას მოჰყვება დაპირისპირება. არსებობს ყველაზე დიდი ცოცხალი ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი და ჩვენ დღეს ვხედავთ მისი წინასწარმეტყველებების ახდენას, რასაც ის წერდა. რატომ წერდა ის თავის წიგნში, რატომაც მას წინასწარმეტყველი შეარქვეს? რადგან ის ამ პროცესს ხედავდა იმ საზოგადოებაში“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით მმართველი პარტიები რაღაც პრობრიუსელური განწყობით არიან და ამიტომ, ეს თითქოს პოლიტიკურ დონეზე არ ჩანს, მაგრამ ვხედავთ, რომ უფრო სიღრმეში ეს პრობლემები ძალიან სერიოზულია და ეს ერთ-ორ დღეში ასე არ დამთავრდება და გაქრება.
მისივე თქმით, თუ არ არის დიდი ხნის განმავლობაში რაღაც მუხტი დაგროვილი საზოგადოებაში, ისე მსგავსი მასშტაბის პროტესტს ჩვენ ვერ ვნახავთ და ცხადია, ამ პროტესტის აკუმულირებას ბევრნაირი ჯგუფი უწყობს ხელს.
„ვნახეთ კადრები, სადაც ნამდვილი ფრანგი სოციალისტები მართავდნენ აქციას წითელი დროშებით და „კაწიუშას“ მღეროდნენ, ჩვენი წარსული, ბავშვობა და საბჭოთა კავშირი გაგვახსენდა, ისეთი სცენები ვნახეთ და ბევრი სხვადასხვა ტიპის ჯგუფია იქ; მეორე რადიკალური მომენტია, არეულობა რომ დაიწყება და ბრბოს ფსიქოლოგია ირთვება, ცხადია, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები, რომლებიც წავლენ სწორედ რბევაზე. ეს თბილისშიც ვნახეთ ხომ? მე აღმოვაჩინე და ჩემი განცვიფრება ვერ დავმალე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დღესაც სჯერა, თურმე თბილისში ცნობილი მოვლენების დროს აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციები იყო და მათ არაფერი რომ არ დაუშავებიათ, სპეცრაზმი გამოვარდა და ასეთი ხალხი დაარბია. არ ვიცი, რაღაც სპეციფიკურ არხებს უყურებდნენ ეტყობა, თუ რა იყო, ამ ხალხმა საერთოდ ვერ ნახა მათივე მონაწილე აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იყვნენ ძალადობის ინიციატორი მიიღეს მერე პასუხად ამის შეკავება, რიგ შემთხვევებში ძალაუფლების გადამეტება, მაგრამ მათ საერთოდ არ აქვთ ეს პროცესი დანახული“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
ნიკოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა პროტესტი სოციალურია, რადგან ის არსი და ბირთვი, რასაც, საბოლოო ჯამში, თუნდაც არაცნობიერად ადამიანი ქუჩაში გამოჰყავს, დაგროვილი სოციალური პრობლემებია, მაგრამ ამისი ტრიგერი, საბაბი სრულიად სხვადასხვა რამ არის ხოლმე.
„ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები ქუჩაში, მაგრამ ეს ახალგაზრდები ახლა, როცა გინდათ, გავიაროთ, იქ არ არიან. მე ლამის, ყოველდღე ვხედავ და იქ სოციალურ ქსელში ვიღაც დებს ამ ლაივს, ხომ? ჩვენ ახლა რომ წავიდეთ და ის ე.წ. უწყვეტი პროტესტი ვნახოთ, ჩვენ ვნახავთ ჩვენხელა და უფრო ასაკოვან ადამიანებს“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ვინც არის ნამყოფი, იცის, რომ პარიზშიც და მის შემოგარენშიც არსებობს უბნები, სადაც ადამიანი უბრალოდ, ვერ ჩავა. ახლა, ჩვენ რასაც ვუყურებდით იქ არეულობას, ეს არის პარიზის ცენტრალური უბნები. აბა, პარიზში ვინც მოხვდება, სენ-დენის გარეუბანში წავიდეს და უბრალოდ, შეეცადოს, გაიაროს. შეეცადოს, შევიდეს ტაძარში, უფრო სწორად, მივიდეს იქამდე, სადაც მთელი საფრანგეთის მეფეები ასვენია. ეს კომპაქტური დასახელებები, არაინტეგრირებული საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ასეთი მაღალი კრიმინალური დონით გამოირჩევიან, ცხადია, პრობლემაა. გამოვიდა მაკრონი და გაოგნებულმა თქვა, ვერ წარმომიდგენია, ფრანგებმა როგორ შეიძლება, საფრანგეთს ასეთი რამ გაუკეთონო. აქ საუბარია სწორედ, რომ ფრანგული კანონმდებლობით და განცხადებით ყველა ფრანგია, მაგრამ რეალურად, არ არის ყველა ფრანგი, ასე აღმოჩნდა და ბუნებრივია, ამას მოჰყვება დაპირისპირება. არსებობს ყველაზე დიდი ცოცხალი ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი და ჩვენ დღეს ვხედავთ მისი წინასწარმეტყველებების ახდენას, რასაც ის წერდა. რატომ წერდა ის თავის წიგნში, რატომაც მას წინასწარმეტყველი შეარქვეს? რადგან ის ამ პროცესს ხედავდა იმ საზოგადოებაში“
„ვნახეთ კადრები, სადაც ნამდვილი ფრანგი სოციალისტები მართავდნენ აქციას წითელი დროშებით და „კაწიუშას“ მღეროდნენ, ჩვენი წარსული, ბავშვობა და საბჭოთა კავშირი გაგვახსენდა, ისეთი სცენები ვნახეთ და ბევრი სხვადასხვა ტიპის ჯგუფია იქ; მეორე რადიკალური მომენტია, არეულობა რომ დაიწყება და ბრბოს ფსიქოლოგია ირთვება, ცხადია, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები, რომლებიც წავლენ სწორედ რბევაზე. ეს თბილისშიც ვნახეთ ხომ? მე აღმოვაჩინე და ჩემი განცვიფრება ვერ დავმალე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დღესაც სჯერა, თურმე თბილისში ცნობილი მოვლენების დროს აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციები იყო და მათ არაფერი რომ არ დაუშავებიათ, სპეცრაზმი გამოვარდა და ასეთი ხალხი დაარბია. არ ვიცი, რაღაც სპეციფიკურ არხებს უყურებდნენ ეტყობა, თუ რა იყო, ამ ხალხმა საერთოდ ვერ ნახა მათივე მონაწილე აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იყვნენ ძალადობის ინიციატორი მიიღეს მერე პასუხად ამის შეკავება, რიგ შემთხვევებში ძალაუფლების გადამეტება, მაგრამ მათ საერთოდ არ აქვთ ეს პროცესი დანახული“
„ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები ქუჩაში, მაგრამ ეს ახალგაზრდები ახლა, როცა გინდათ, გავიაროთ, იქ არ არიან. მე ლამის, ყოველდღე ვხედავ და იქ სოციალურ ქსელში ვიღაც დებს ამ ლაივს, ხომ? ჩვენ ახლა რომ წავიდეთ და ის ე.წ. უწყვეტი პროტესტი ვნახოთ, ჩვენ ვნახავთ ჩვენხელა და უფრო ასაკოვან ადამიანებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.