იუსტიციის სამინისტრომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, რასაც მანამდე სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა.

იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები
2026 წლის 20 ოქტომბერს, მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, - წერია ინფორმაციაში.
ფეიქრიშვილის ცემაზე ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად უარყოფდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2იუსტიციის სამინისტრო: პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- იმედინიუსიიუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- TV პირველიიუსტიციის სამინისტრომ დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.