რუბიო ირანის შესახებ: საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მათი სამიზნე კომერციული გემებია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ გვინახავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანი კომერციულ გემებზე თავდასხმებით ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებს. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა და მსოფლიო ირანის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

"ისინი ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებენ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირანის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს და მსოფლიოს მოუწოდებს მის წინააღმდეგ გაერთიანდეს:
"ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად, სრულიად ღიად აცხადებს: "ჩვენი სამიზნე კომერციული გემებია". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ გვინახავს.
ისინი ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებენ.
სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს მსოფლიო და დაგმოს ეს ქმედება,"- აცხადებს მარკო რუბიო.
ციტატები სტატიიდან
„ისინი ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.