ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ოცნების“ ამომრჩევლებმა მინდა იცოდნენ იმ ადამიანების სახელები, ვინც ჩვენ აკრძალვას აპირებს - გოგიჩაიშვილი

ქართული ოცნება

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა დაასახელა პირები, რომლებიც, მისი მტკიცებით, პარტიის აკრძალვას გეგმავენ, და მათ წარსულ საქმიანობას გაუსვა ხაზი.

“გახარია საქართვლოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იმ ადამიანების სახელები და გვარები დაასახელა, ვინც მისი თქმით, კონკრეტულად მათი პარტიის აკრძალვას აპირებს.

გოგიჩაიშვილმა მათი წარსული საქმიანობა გაიხსენა და თქვა, რომ ეს ყველაფერი სწორედ “ოცნების“ ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ.

„ოცნების“ ამომრჩევლებმა მინდა მოისმინონ იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც აპირებს, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აკრძალვას. რევაზ ნადარაია - ადეიშვილის ყოფილი ზონდერ მოსამართლე, რომელიც 2010 წლიდან მუშობდა ფოთში, არცერთი გამამართელებლი განაჩენი ამ ადამიანს არ აქვს და მთელი ფოთი, ვინც იყო კონვეირზე ციხეში გასამზადებლად, ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები. ვასილ როინიშვილი - ადეიშვილის ზონდერ პროკურორი, მან შავაძის მკვლელობას ხელი დააფარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის უბედურება დატრიალებულიყო მაშინ, რაც ეხება შავაძის მკვლელობას. გიორგი თევდორაშვილი - სააკაშვილის მრჩეველი 2006-2008 წლებშ. სერგო მეთოფიშვილი - ადეიშვილის ზონდერ ჯერ პროკურორი, შემდეგ მოსამართლე. გაგა კახიანი - 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო დავით საყვარელიძის შტაბში. თენგიზ შარმანაშვილი - ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს ცუდი გზა ჰქოდნეს, ამ კაცს აქვს. ჯერ იყო პუტჩისტი, შემდეგ ნაცი და ახლა არის ქოცი. ეს ადამიანები აპირებენ, მიიღონ გადაწყვეტილება. ეს არის ცინიზმი, როცა ამ ყველაფერს აკეთებენ ძველ გადმონაშთ ზონდერ მოსამართლეებს, რომლებიც, თავის დროზე ამ ქვეყანაში სამართლიანობა რომ აღმგდარიყო და ივანიშვილს საზოგადოება არ გადაეგდო, სხვა ადგილას უნდა ყოფილიყვნენ- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა ხალხის ახალი ჰიბრიდი შექმნა, ჭირისუფალს მოჰპარეს ფული, საფლავების ქურდები არიან, გუშინ ადამიანს აქებდნენ, დღეს წიხლს ურტყამენ, სად იპოვა ამ კაცმა ეს ხალხი? - მართლა რაღაც პრიზზე შეიძლება წარადგინო, ახალი ჯიშის გამოყვანისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები