ეკა შარაშიძე: ადვოკატის განცხადებით, ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც
პატიმარ დავით ფეიქრიშვილს ოპერაციისთვის ამზადებენ. პატიმარ დავით ფეიქრიშვილს ოპერაციისთვის ამზადებენ. „ტრავმული დაზიანებები აქვს ზემო კიდურების… არის მოტეხილობა, აღენიშნება ასევე ნაკვეთი ჭრილობები ხელებზე“, ამბობს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი. ადვოკატის განცხადებით, ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.
თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
პატიმარ დავით ფეიქრიშვილს ოპერაციისთვის ამზადებენ.
„ტრავმული დაზიანებები აქვს ზემო კიდურების… არის მოტეხილობა, აღენიშნება ასევე ნაკვეთი ჭრილობები ხელებზე“, ამბობს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.
ადვოკატის განცხადებით, ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.
პატიმარი ხელშეუხებელია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის წარსულს. პატიმარი არის ხელშეუხებელი. დამთავრდა. არ არსებობს ამ თემაზე დისკუსია.
ზოგადად კი, ქვეყანა იმითაც განისაზღვრება, როგორ ექცევიან პატიმრებს!
ფეიქრიშვილების საქმე სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების სრული ფიასკოა.
არც ერთ დაწესებულებაში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ამ საზიზღარი დავალების შესრულებაზე უარს იტყოდა. სუსი, სასამართლო, პროკურატურა, პენიტენციური სამსახური.
ეს უკიდურესად საზიზღარი ხალხი სად შეიკრიბეთ? სადმე ფაბრიკაა და იქ აწარმოებენ ამ ხალხს, რა ხდება საერთოდ?!
შიომ რაო, ციხეში პატიმრების წამება მოსულაო?
თამუნა ბაგრატიონი, ქორწილებში სიამოვნებისგან ორი თითით რომ უსტვენს, რაო? აქ რომ ზიხართ, მისი მიყუჩებული მეგობრები.
უსუსური, საწყალი ქმარი მყავს და მხოლოდ უწყებას ამოფარებული ბედავს სხვების დედის გინებასო?
ეს ყველაფერი ხომ უკვე გავიარეთ და 90-იან წლებში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვით.
რა ხდება ქვეყანაში? ამათ უნდა შევწიროთ ყველაფერი?
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.