ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ისრაელის არჩევნებისგან თავს შორს დაიჭერს, ტრამპი ზურგს ნეთანიაჰუს უმაგრებს

ტრამპის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერის პარალელურად, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ ისრაელის არჩევნებში არ ერევა და მისი ყურადღება ამერიკის შუალედურ არჩევნებზეა მიპყრობილი.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ისრაელის არჩევნებისგან თავს შორს დაიჭერს, ტრამპი ზურგს ნეთანიაჰუს უმაგრებს
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ისრაელის არჩევნებისგან თავს შორს დაიჭერს, ტრამპი ზურგს ნეთანიაჰუს უმაგრებსრადიო თავისუფლება

„მე არ ვარ მისი მხარდაჭერის წინააღმდეგი. არც მისი მხარდამჭერი ვარ. მე არ ვერევი ისრაელის არჩევნებში“, - განაცხადა ვენსმა ნეთანიაჰუს შესახებ ორშაბათს ჟურნალისტ მარკ ჰალპერინთან ინტერვიუში.

„მე მხარს ვუჭერ ამერიკელ კანდიდატებს და ჩემი ყურადღება (აშშ-ის) შუალედურ არჩევნებზეა მიპყრობილი“, — დასძინა მან.

კვირას ტრამპმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა თავის მემარჯვენე მოკავშირე ნეთანიაჰუს, რომელიც ისრაელის 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეეცდება პრემიერმინისტრის პოსტზე ხელახლა აირჩიონ.

ვენსის თავშეკავებულობა, ჩაერიოს ისრაელის არჩევნებში, განსხვავებულია ევროპული არჩევნებისადმი მის მიდგომასთან.

აპრილში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი ბუდაპეშტში გაფრინდა, რათა მხარი დაეჭირა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისთვის, კიდევ ერთი მემარჯვენე მოღვაწისთვის.

მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა გერმანიის უკიდურესად მემარჯვენე პარტია „AfD“-ის მიმართ, რომლის ლიდერს, ალის ვაიდელსაც გასულ წელს შეხვდა.

ვენსი, რომელსაც ფართოდ განიხილავენ, როგორც ტრამპის სავარაუდო შემცვლელს 2029 წელს, ცნობების თანახმად, წინააღმდეგი იყო ირანთან აშშ-ისრაელის ომის დაწყებისა, თუმცა მას შემდეგ იგი ამ კამპანიას იცავს.

ვიცეპრეზიდენტმა ასევე მკაცრი განცხადება გააკეთა ისრაელის იმ ოფიციალური პირების მისამართით, რომლებმაც ივნისში აშშ-ირანის ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააკრიტიკეს.

„ტრამპი ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტში ისრაელის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი“, - მოჰყავს AFP-ს ვანსის მაშინდელი განცხადება.

„ისრაელის მთავრობის კაბინეტში რომ ვიყო, თავს არ დავესხმოდი ერთადერთ ძლიერ მოკავშირეს, რომელიც დამრჩა მთელ მსოფლიოში“, - დასძინა ვენსმა.

27 ოქტომბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები იმართება პირველად სამი წლის წინ ამ ქვეყნის სამხრეთზე თავდასხმის და ღაზის ომის შემდეგ. ისრაელის მოქალაქეთა ნაწილს ომის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება სურს, მაგრამ ამავე დროს აფიქრებთ უსაფრთხოების საკითხები. გამოკითხვებით, ახლა მმართველ მემარჯვენე კოალიციას და მის ოპოზიციას გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ ვარ მისი მხარდაჭერის წინააღმდეგი. არც მისი მხარდამჭერი ვარ. მე არ ვერევი ისრაელის არჩევნებში“
ვენსი
„მე მხარს ვუჭერ ამერიკელ კანდიდატებს და ჩემი ყურადღება (აშშ-ის) შუალედურ არჩევნებზეა მიპყრობილი“
„ტრამპი ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტში ისრაელის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი“
„ისრაელის მთავრობის კაბინეტში რომ ვიყო, თავს არ დავესხმოდი ერთადერთ ძლიერ მოკავშირეს, რომელიც დამრჩა მთელ მსოფლიოში“
ვენსი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აბას არაღჩიმ ისრაელი აშშ-ის ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები