კობახიძე მდინარაძეზე: უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა
პრემიერ კობახიძის თქმით, პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს გუნდისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, თუმცა უშეცდომო ღმერთის გარდა არავინაა. ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიების დაწყების შესაძლებლობაზე მან აღნიშნა, რომ ეს საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა.

"ქართული ოცნების" პრემიერი პოლიტიკიდან გასულ მამუკა მდინარაძეზე საუბრისას ამბობს, რომ მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, მაგრამ უშეცდომო არავინაა ღმერთის გარდა.
ის თუ რა შეცდომა დაუშვა მდინარაძემ ამას კობახიძე არ აკონკრეტებს.
კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, კობახიძემ თქვა, რომ ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.
"მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ... უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული...
მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის...", - თქვა კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ... უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული... მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის...“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.