ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმე

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა, ხოლო კითხვაზე, მეგობრობს თუ არა მასთან, ჟურნალისტებს უპასუხა: „მეგობრობა არ არის თქვენი საქმე“.

კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმე
კობახიძე კითხვაზე - ისევ მეგობრობს თუ არა მამუკა მდინარაძესთან: არ არის თქვენი საქმეფორმულა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა ამ საკითხზეც იყო საუბარი. გუნდში, რა პროცესებიც წარიმართა ყველა თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი. თუმცა, ვიმეორებ, რომ საჯაროდ, ამ თემაზე საუბარი, როდესაც ადამიანი პოლიტიკად გასულია, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თავისთავად შეეხო იმ ფაქტს, რომ ადამიანი, რომელიც იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, გავიდა პოლიტიკიდან და ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ზოგადი კომენტარი", - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე დღესაც არიან თუ არა ის და მამუკა მდინარაძე მეგობრები, კობახიძემ ჟურნალისტებს უპასუხა:

"მეგობრობაზე კითხვას რატომ სვამთ? მეგობრობა არ არის თქვენი საქმე. შეგნებულად არ გპასუხობთ იმიტომ, რომ ეს არ არის რელევანტური კითხვა,რომელიც უნდა დაისვას პოლიტსაბჭოს შეხვედრის და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ."მეგობრობის დღიური" შევავსოთ მერე, როდესაც პოლიტსაბჭოს შეხვედრა არ გვექნება.

კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა სამართლებრივი პროცესი მოსალოდნელი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით.

"კიდევ ერთხელ, გიმეორებთ, რომ ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს. მე მგონი, ცხადია, რასაც ვამბობ. თუ გეუბნებით, რომ საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ", - აღნიშნა კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა ამ საკითხზეც იყო საუბარი. გუნდში, რა პროცესებიც წარიმართა ყველა თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი. თუმცა, ვიმეორებ, რომ საჯაროდ, ამ თემაზე საუბარი, როდესაც ადამიანი პოლიტიკად გასულია, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თავისთავად შეეხო იმ ფაქტს, რომ ადამიანი, რომელიც იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, გავიდა პოლიტიკიდან და ამასთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ზოგადი კომენტარი“
„კიდევ ერთხელ, გიმეორებთ, რომ ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს. მე მგონი, ცხადია, რასაც ვამბობ. თუ გეუბნებით, რომ საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,არ იქნება სიურპრიზები” – კობახიძე ხვალინდელ სხდომაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები