1 500 ლარით დააჯარიმეს პირი, რომელმაც ლევან სანიკიძის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან სანიკიძის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მიხეილ ტურიაშვილი 1 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო ლევან ახალაიას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა ლევან ახალაიას, რომელმაც პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა. 1 500 ლარით დაჯარიმდა მიხეილ ტურიაშვილი, მან სიძულვილის ენა ლევან სანიკიძის წინააღმდეგ გამოიყენა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლევან ახალაიას მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი - 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში ერთ-ერთ Facebook მომხმარებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა დღეს პროცესზე, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მას გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ნათია გიგლემიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…