ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Le Figaro: საფრანგეთის მთავრობა ამზადებს განკარგულებას, რომელიც აქციების დროს ძარცვაში მონაწილე პირებს სოციალურ დახმარებას შეუზღუდავს

საფრანგეთის მთავრობა ამზადებს განკარგულებას, რომლითაც არეულობებსა და ძარცვაში მონაწილე პირებს სოციალური დახმარება შეეზღუდებათ, ხოლო მოპარული ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი შემწეობებს გამოაკლდება, - ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

Le Figaro: საფრანგეთის მთავრობა ამზადებს განკარგულებას, რომელიც აქციების დროს ძარცვაში მონაწილე პირებს სოციალურ დახმარებას შეუზღუდავს
Le Figaro: საფრანგეთის მთავრობა ამზადებს განკარგულებას, რომელიც აქციების დროს ძარცვაში მონაწილე პირებს სოციალურ დახმარებას შეუზღუდავსიმედინიუსი

საფრანგეთის მთავრობა ამზადებს განკარგულებას, რომლის საფუძველზეც არეულობაში მონაწილე ადამიანებს სოციალური დახმარება შეეზღუდებათ. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

საფრანგეთის საბინაო პოლიტიკის მინისტრმა ვენსან ჟანბრენმა დაადასტურა, რომ იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანენთან ერთად ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს შეუზღუდოს სოციალური დახმარება იმ პირებს, რომლებიც 17 ოქტომბერს არეულობაში დადასტურებულად მონაწილეობდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, დარბევის დროს მოპარული ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი გამოაკლდება მიღებულ შემწეობებს.

როგორც Le Figaro წერს, ეს ეხება უმუშევრების შემწეობას, საცხოვრებლის ქირის დახმარებას, ოჯახის შემწეობას, ასევე დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ შემოსავალს იმ პირებისთვის, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ შემოსავალი ან აქვთ ძალიან დაბალი ანაზღაურება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ემანუელ მაკრონი - როცა კადრებს ვუყურებდით, გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს? - ყველანი განვიცდით ბრაზსა და სირცხვილს - უნდა გავერთიანდეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები