დავით ჩიხელიძე: „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ“
ექსპერტი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელ ხელმძღვანელებს რეზიდენციებში დირექტივების მისაღებად ეახლნენ, ხოლო უცხოელი ელჩები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ღიად ერევიან.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, ხალხისგან დაშორებული, საკუთარ საზოგადოებასთან კავშირდაკარგული და დასავლელი ხელმძღვანელების ინტერესების გამტარ ჯგუფად ქცეული პოლიტიკური ძალა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ვის ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რამდენი ელჩი ესწრება შეხვედრას ან რა დირექტივებს მიიღებენ. მთავარი ის არის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მართვაზე აცხადებს პრეტენზიას, საკუთარ გეგმებს ქართველ ხალხთან კი არა, უცხოელებთან ათანხმებს. თითქოს საქართველოს მომავალი უცხოეთის რეზიდენციებში უნდა გადაწყდეს და არა საქართველოში, ქართველი ხალხის ნებით. სწორედ ეს არის მონური ფსიქოლოგიის კლასიკური გამოვლინება.
სამწუხაროდ, ოპოზიციას და მის უცხოელ მფარველებს ავიწყდებათ, რომ მთავარი ქართველი ხალხი, მისი ნება და მისი არჩევანია! სწორედ ხალხი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და არა უცხოელი ხელმძღვანელები, რომელთა ინტერესების გატარებასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ.
ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანით არაერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში აგენტურა ფეხს ვერ მოიკიდებს და ქვეყნის ბედს გარედან ვერავინ გადაწყვეტს.
მეორე მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ უცხოელი ელჩები ღიად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც განცხადებებით, ისე კონკრეტული ქმედებებით. ეს არ წარმოადგენს არც დემოკრატიის საუკეთესო პრაქტიკას და არც მეგობრობის მაღალ სტანდარტს.
მეგობრობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის არჩევანის პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობას“, – წერს ჩიხელიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2დავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ
- იმედინიუსიდავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ
ციტატები სტატიიდან
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ“
„ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, ხალხისგან დაშორებული, საკუთარ საზოგადოებასთან კავშირდაკარგული და დასავლელი ხელმძღვანელების ინტერესების გამტარ ჯგუფად ქცეული პოლიტიკური ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ვის ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რამდენი ელჩი ესწრება შეხვედრას ან რა დირექტივებს მიიღებენ. მთავარი ის არის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მართვაზე აცხადებს პრეტენზიას, საკუთარ გეგმებს ქართველ ხალხთან კი არა, უცხოელებთან ათანხმებს. თითქოს საქართველოს მომავალი უცხოეთის რეზიდენციებში უნდა გადაწყდეს და არა საქართველოში, ქართველი ხალხის ნებით. სწორედ ეს არის მონური ფსიქოლოგიის კლასიკური გამოვლინება. სამწუხაროდ, ოპოზიციას და მის უცხოელ მფარველებს ავიწყდებათ, რომ მთავარი ქართველი ხალხი, მისი ნება და მისი არჩევანია! სწორედ ხალხი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და არა უცხოელი ხელმძღვანელები, რომელთა ინტერესების გატარებასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ. ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანით არაერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში აგენტურა ფეხს ვერ მოიკიდებს და ქვეყნის ბედს გარედან ვერავინ გადაწყვეტს. მეორე მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ უცხოელი ელჩები ღიად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც განცხადებებით, ისე კონკრეტული ქმედებებით. ეს არ წარმოადგენს არც დემოკრატიის საუკეთესო პრაქტიკას და არც მეგობრობის მაღალ სტანდარტს. მეგობრობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის არჩევანის პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.