ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ გამყრელიძე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე ბრიტანეთის NCA-ს წარმომადგენელ ჯონათან მეთიუსს შეხვდა, სადაც ეკონომიკურ დანაშაულთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

მერაბ გამყრელიძე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა
მერაბ გამყრელიძე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმომადგენელთან, ჯონათან მეთიუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით შაქარაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აქტიური კომუნიკაციისა და საერთო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კონკრეტული მიმართულებებით სამუშაო ფორმატში გააგრძელონ თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ პარტნიორობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის შესწავლასა და ანალიზს, აგრეთვე კიბერდანაშაულისა და სხვა სახის ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეები სამომავლო ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე მუშაობას გააგრძელებენ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები