ვითხოვთ, აიკრძალოს პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები - ირაკლი ჭეიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზე პარლამენტის სარჩელის განხილვას იწყებს. დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პარტიების აკრძალვასა და პოლიტიკიდან ჩამოშორებას ითხოვს, საბოლოო გადაწყვეტილება კი სასამართლოს პრეროგატივაა.

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, 88 დეპუტატის სარჩელს ოთხი კანონმდებელი, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ბათუმში საკმარისი მტკიცებულებებით ჩადიან, ოპოზიცია კი ვერც დარბაზში და ვერც ქუჩაში, საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ უარყოფს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა აუკრძალავს თუ არა საქმიანობისა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს.
"მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, შესაბამისად ჩვენი მიზანიც ეს არის, რადგან ეს დაპირება გვქონდა ჩვენი ამომრჩევლისთვის.
ვითხოვთ, აიკრძალოს ეს პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, დანარჩენი ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები. ეს არის მათი პრეროგატივა", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, შესაბამისად ჩვენი მიზანიც ეს არის, რადგან ეს დაპირება გვქონდა ჩვენი ამომრჩევლისთვის. ვითხოვთ, აიკრძალოს ეს პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, დანარჩენი ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები. ეს არის მათი პრეროგატივა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.