პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციურ პარტიებს არ აკრძალავს. მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები სასამართლოზე ზეწოლას წარმოადგენს.

ირაკლი ჭეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა
პირველი არხი

საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ ამ პარტიებიდან რომელიმე არ აიკრძალება.

ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ რადიკალ, ექსტრემისტ პარტიებს ავკრძალავდით და მათ საქმიანობას შევუჩერებდით. ყოველ შემთხვევაში, ამ მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. ჩვენი მიზანი გაცხადებულია, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები. ეს მათი პრეროგატივა და დისკრეციაა. საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და არაფერი არ არის გამორიცხული. თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა. სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ ამ პარტიებიდან რომელიმე არ აიკრძალება. ვითხოვთ, აიკრძალონ აღნიშნული პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოლოდინია, რომ აიკრძალებიან. დაველოდებით, სასამართლო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს, ეს ერთგვარი ზეწოლაა. სასამართლო სხდომა ხვალ არის ჩანიშნული და როცა წინა დღით ასეთი ორგანიზაცია მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ზუსტად ზეწოლა და ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასმა“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა 21 ოქტომბრიდან იწყება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ჭეიშვილი: როდესაც ევროკომისია მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ზუსტად მიუღებელი და ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოვითხოვთ, აიკრძალოს პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები - ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი – გერმანიაში იგეგმება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ამ შემთხვევაში ეუთო-ს პოზიციები სად არის? ეს არის ორმაგი სტანდარტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები