ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბათუმმა World Travel Awards-ის ჯილდო მოიპოვა და 2026 წლის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ქალაქმა აღნიშნული ტიტული ჟენევასთან, მიუნხენთან და ოსლოსთან კონკურენციაში მოიპოვა.

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდაიმედინიუსი

World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ბათუმმა კიდევ ერთხელ მოიპოვა და ის 2026 წლის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ზალცბურგი, სტოკჰოლმი, ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო და ტალინი. 2023 წლის შემდეგ, World Travel Awards-ის აღნიშნული ჯილდო ბათუმმა უკვე მეოთხედ მოიპოვა.

,,World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა 2026 წლის ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა, წამყვან ავიაკომპანიად Turkish Airlines, ტურისტული ვიზიტებისთვის საუკეთესო ქალაქად — ათენი, ხოლო საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო სხვადასხვა დროს მოიპოვა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ოთხი სეზონი ტურისტულმა მიმართულებამ. World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები