შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდაში მონაწილეობის საფასური 50 ლარს შეადგენს, ხოლო ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდშიორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მასწავლებლებსრეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე online.naec.ge – 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს გამოცდაში მონაწილეობის უფლება, გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდებისეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge
https://naec.ge/#/ge/post/3743
მასწავლებლის საგნის გამოცდისათვისრეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებელია გამოცდისსაფასურის (50 ლარი) გადახდა.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღისა და განრიგის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, გაეცნონ გამოცდაში მონაწილეობის პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
"მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია დღეიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე ვებგვერდის მეშვეობით online.naec.ge. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს ზამთრის გამოცდებში რეგისტრაციის უფლება, განთავსებული არის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და დამატებით პირობებს. განრიგის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება რეგისტრაციისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე." - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი.
დეტალურად: naec.ge
ციტატები სტატიიდან
„მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია დღეიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე ვებგვერდის მეშვეობით online.naec.ge. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს ზამთრის გამოცდებში რეგისტრაციის უფლება, განთავსებული არის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და დამატებით პირობებს. განრიგის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება რეგისტრაციისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.