ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

III კვარტალში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში ₾70 მილიონი ლარი შევიდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, III კვარტალში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში დაგეგმილი 40 მილიონის ნაცვლად 70 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ამასთან, მთავრობა წყალტუბოს სანატორიუმების ხელახალ პრივატიზებას გეგმავს, სადაც ინვესტორებს 285 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება დაევალებათ.

III კვარტალში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში ₾70 მილიონი ლარი შევიდა
III კვარტალში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში ₾70 მილიონი ლარი შევიდაBM.GE

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის III კვარტალის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 40 მილიონი ლარის ნაცვლად, 70 126 367 ლარი გადარიცხა (გეგმის 175.3%). საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 198 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და 120 ერთეული უძრავი ქონება გაყიდა.

პრივატიზაციის მხრივ მთავრობა გააქტიურებას გეგმავს წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების ხელახლა საპრივატიზაციოდ გამოტანის მხრივაც. უკვე გამოცხადდა 10 აუქციონი, რომლებშიც სანატორიუმები საერთო ჯამში 55 მილიონ ლარად იყიდება, თუმცა ამ ობიექტების შემძენს ადგილზე საერთო ჯამში არანაკლებ 285 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალებათ. ათივე სანატორიუმის ჯამური ფართობი 395,090 კვადრატულ მეტრს შეადგენს, შესაბამისად ერთი კვადრატულის საშუალო ფასი 140 ლარს შეადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
20 ოქტომბერს, "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გაფართოებული მანდატის პრეზენტაციას გამართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები