ზელენსკი: მარკო რუბიოს ვესაუბრე, მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნის
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ესაუბრა ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემებზე, ადრეულ გაფრთხილებასა და Starlink-ისა და Starshield-ის ფუნქციონირების აღდგენაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრა.
ზელენსკი მადლობას უხდის რუბოს დახმარების მზადყოფნისთვის და აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო იმ ტექნიკურ სისტემებს, რაც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად ჭირდება უკრაინას.
ზელენსკის თქმით აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეთანხმდა, რომ განახლებული ინფორმაციის გასაზიარებლად მალე კვლავ დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
"მარკო რუბიოს ვესაუბრე და ეს იყო კონკრეტული, შინაარსიანი საუბარი იმ საკითხებზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს. მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნისა და მკაფიო პოზიციისთვის.
პირველი — ბალისტიკური რაკეტების ჩამჭერი სისტემები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო.
მეორე — რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
მესამე — Starlink-ისა და Starshield-ის გარშემო არსებული ვითარება, რომელთა მუშაობაც უნდა აღდგეს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რომელიც ამ საშინელი ომისა და ადამიანების მუდმივი ხოცვის დასრულებას ისახავს მიზნად.
შევთანხმდით, რომ განახლებული ინფორმაციის გასაზიარებლად მალე კვლავ დავუკავშირდებით ერთმანეთს.
მადლობა, მარკო, კონსტრუქციული საუბრისთვის!
მადლობა ამერიკაში ყველას, ვინც სამართლიან მიდგომებს უჭერს მხარს!", - წერს ზელენსკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიავოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა
"ეს იყო შინაარსიანი საუბარი" - ვოლოდიმირ ზელენსკი მარკო რუბიოსთან კომუნიკაციაზე
ზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…