პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელების, თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილებისა და Starlink/Starshield-ის აღდგენის საკითხები განიხილა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა
ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკისა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მნიშვნელოვან საკითხებზე „შინაარსიანი“ საუბარი ჰქონდა.

„საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ფოკუსირებული. მადლობელი ვარ დასახმარებლად მისი მზადყოფნისთვის და მისი მკაფიო პოზიციისთვის. პირველი - ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელები, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. მეორე - რუსეთის ბალისტიკური თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მესამე - ვითარება Starlink/Starshield-თან დაკავშირებით, რომლის აღდგენაც აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რომელიც ამ საშინელი ომისა და ადამიანების მუდმივი მკვლელობების დასასრულებლად არის მიმართული. შევთანხმდით, რომ კონტაქტზე დავრჩებით განახლების გასაზიარებლად. მადლობა, მარკო, კონსტრუქციული დისკუსიისთვის! მადლობა ამერიკაში ყველას, ვინც სამართლიან მიდგომებს მხარს უჭერს !“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიზელენსკი: მარკო რუბიოს ვესაუბრე, მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნის
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ეს იყო შინაარსიანი საუბარი" - ვოლოდიმირ ზელენსკი მარკო რუბიოსთან კომუნიკაციაზე
  3. იმედინიუსისამთავრობოზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო ზელენსკიზე: არ ვიცი, საიდან მოაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა კიევს სადაზვერვო მონაცემების მიწოდება დროებით შეუჩერა. არანაირი პაუზა არ ყოფილა. იმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ ეს ომი დასრულდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები