პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის შემოვლითი გზის წიწამური – ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება China Railway Tunnel Group Co., Ltd-თან გააფორმა. პროექტი ოთხზოლიანი გზისა და 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

თბილისის შემოვლითი გზის წიწამური – ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
POSTV

თბილისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, China Railway Tunnel Group Co., Ltd-თან ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა მოაწერეს.

წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა.

ახალი გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, შეამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამასთან, დედაქალაქის ცენტრალური და სხვა დატვირთული საგზაო მონაკვეთებიდან სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის გადატანა ქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. პროექტი რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებასა და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განტვირთვას ემსახურება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის შემოვლითი გზის წიწამური - ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
  2. რუსთავი 2სამთავრობორევაზ სოხაძე: თბილისის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქს და გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას
  3. BM.GEოპოზიციურიწიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგზების დეპარტამენტი - თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა - წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი გზა, რომლის ნაწილიც 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბი იქნება
  5. რუსთავი 2სამთავრობოშუა დერეფნის გაძლიერება და დედაქალაქის განტვირთვა - თბილისის 49-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა იწყება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უწყვეტი, ოთზოლიანი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე - მთავრობის მიზანი 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანისა და თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები